Vi bøger
Levering: 1 - 2 hverdage

Bøger af

Filter
Filter
Sorter efterSorter Populære
  • af &#4304, &#4312, &#4308, mfl.
    459,95 kr.

    წიგნი ეძღვნება თბილისის წმიდა სამების ეკლესიის ისტორიას, რომლის აგება უკავშირდება პეტრე "ყარაულის" (აღნიაშვილის) სახელს. მას აუგია ეკლესია 1790 წელს, მომდევნო საუკუნეებში მომხდარა ტაძრის განახლება. ეს ეკლესია ყველა ქართველისთვის იმითაც არის საყვარელი, რომ აქ დაიწერეს ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და ნინო პოლტორეცკაიამ და სხვ. წიგნში მოთხრობილია ეკლესიის ისტორია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეკანოზის ნიკოლოზ არდაზიანის ღვაწლი. შესწავლილია ისტორიული საბუთები, რომლებიც დღემდე გამოუქვეყნებელი იყო.ასევე შესწავლილია ტაძრის არქიტექტურა და მხატვრობანი - კედლის მხატვრობა და კანკელის ხატები. წიგნის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იტალიელ მხატვარზე ლუდვიგ ლონგოზე, რომელმაც მოხატა ტაძარი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. თუმცა, დღემდე უცნობი იყო ამ მხატვრის ბიოგრაფია და ეს წიგნი, ამითაც არის საყურადღებო.

  • af &#4304, &#4313, &#4312, mfl.
    795,95 kr.

    წინამდებარე სასწავლო პრაქტიკული სახელმძღვანელო ითვალისწინებს ალგორით¬¬მის ბლოკ-სქემის საფუძველზე ღვინის საწარმოთა მოწყობილობების მრავალ¬ვარიან¬ტიან გაანგარიშებას, საჭირო მოდელის შერჩევას, მოწყობილობის კონსტრუქციის საშუა¬ლე¬¬ბით მის ოპტიმიზაციას და მანქანის მუშაობის მართვის სისტემების პროექტირებას პერსონალური კომპიუტერის საშუალებით. მათში მოყვანილია საწარმოებში მომუშავე და ხელახლა შემუშავებული მოწყობილობების აღწერილობა და გაანგარიშება MathCad მათემატიკური პაკეტის გამოყენებით. წიგნში მოყვანილი გაანგარიშებები დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს შეისწავლონ, ღვინის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების კონსტრუქციები და გაანგარიშება" კურსით გათვა¬ლის¬წინებული თეორიები, პროცესები, მანქანების და აპარატების კონსტრუქციები, ავტომატიზირებული პროექტირების სისტემების ელემენტები, ტექნოლოგიური მოწყობი¬ლობების მუშაობის პრინციპები, შეიძინონ მოწყობილობების ექსპლუატაციის და გაანგა¬რიშების აუცილებელი უნარები პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით.

  • af &#4320, &#4304, &#4312, mfl.
    197,95 kr.

    ავტობიოგრაფიული წიგნი იმაზე, თუ როგორ ქმნიან ასლებს შენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, იმაზე, რომ თუ როგორ იბრძვი მათი ნაკუწებად ქცევისთვის და კიდევ იმაზე, რომ მათი რიცხვი ჩემთვის 29 არის.

Gør som tusindvis af andre bogelskere

Tilmeld dig nyhedsbrevet og få gode tilbud og inspiration til din næste læsning.